იანოშ ჰერმანი: ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა გააკეთა.
მისი თქმით, ის არ შედის კონკრეტული საქმეების დეტალების განხილვაში, თუმცა კონკრეტულმა საქმემ შეიძლება მოახდინოს გავლენა პოლიტიკურ ვითარებაზე.

“აღსანიშნავია ის გარემოება, რომ უშუალოდ აღსრულება გადაწყვეტილების, მათ შორის, “რუსთავი 2”-ის მენეჯმენტის შეცვლასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ არ დაიწყება. ასევე “რუსთავი 2″-ს აქვს საშუალება, რომ შეიტანოს საჩივარი ამასთან დაკავშირებით და დაველოდოთ ამ პროცესს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და მედიათავისუფლების პრინციპების ერთგულება და ამ მიმართულებით ევროკავშირს არაერთი დახმარება გაუწევია საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, არა მარტო შენარჩუნდეს ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მასმედიის თავისუფლების თვალსაზრისით, არამედ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას მათი განვითარების მიმართულებით”, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაშიჯარჯი აქიმიძე: დღეს ჩვენი ჟურნალისტები ბარიკადების მეორე მხარეს დგანან, ვერ ვხდები რას ებრძვიან
შემდეგი სტატიადავით დვალი: ჩვენ დავდგებით კედლად, რომ თავისუფალ ჟურნალისტიკას დაუბრუნდეთ