დავით ჭიჭინაძემ, ეკა ბესელიამ და კახა კუკავამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს, რომელიც ემიგრაციაში მყოფებისთვის არჩევნებში ელექტრონულად მონაწილეობას ეხება

პოლიტიკოსებმა დავით ჭიჭინაძემ, ეკა ბესელიამ და კახა კუკავამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს, რომელიც ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში ელექტრონულად მონაწილეობას ეხება.

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, იმისათვის, რომ ინიციატივა პარლამენტში კანონპროექტის სახით დარეგისტრირდეს, ხელმოწერების შეგროვებაა საჭირო.

ბესელიას თქმით, ხელმოწერების შეგროვება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩართულობითაც იგეგმება.

“ქვეყნის გარეთ არის ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ადგილას არის და არჩევნების დღისთვის მათთვის საარჩევნო უბნებზე მისვლა ძალიან რთულია. ჩვენი ინიციატივაა, რომ ქვეყნის გარეთ მყოფი ქართველებისთვის საარჩევნო ხმის უფლება ელექტრონული სისტემით იყოს რეალიზებული. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქე, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, იყოს ჩართული. ეს არის არჩევნების რეალურად ჩატარებისთვის უნიკალური შანსი.

ეს ინიციატივა ძალიან ბევრი ხელმოწერის შეგროვებას ითვალისწინებს, იმისთვის, რომ საარჩევნო პერიოდამდე კანონპროექტის სახით იყოს შემოტანილი და ხელმოწერების შეგროვება იგეგმება მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების მონაწილეობით,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ მსოფლიოსგან იზოლირებულად ვერ განვვითარდებით, თუმცა რუსეთის შემოღობვა შეუძლებელია – პუტინი
შემდეგი სტატიაოლიგარქიული მმართველობის დასტურია, რასაც თითქოს აპროტესტებს – ბოკერია პრემიერის წერილზე