ჩვენ მსოფლიოსგან იზოლირებულად ვერ განვვითარდებით, თუმცა რუსეთის შემოღობვა შეუძლებელია – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთის განვითარება არ გაჩერდება.

მისივე თქმით, რუსეთის მთელი მსოფლიოსგან იზოლირება არ მოხდება.

„დღეს ჩვენს წინააღმდეგ დაწესებულია არამხოლოდ სანქციები, არამედ უცხოურ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებზე წვდომის სრულად დახურვა. საუბარია ტექნოლოგიებზე, რომლებმაც გლობალური ხასიათი შეიძინეს და თანამედროვე მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყნის პროგრესული განვითარების საფუძველი არიან.

ზუსტად აქ ცდილობენ მოგვიწყონ დაბრკოლებები, რათა შეაფერხონ რუსეთის განვითარება. გასაგებია, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას.

რუსეთი აცნობიერებს უზარმაზარ სირთულეებს, ინტენსიურად ეძებს ახალ გზებს, ეფექტურად იყენებს არსებულ სუვერენულ ტექნოლოგიურ რეზერვებს, იწყებს შიდა ინოვაციური კომპანიების განვითარებას.

ნათელია, რომ ჩვენ ვერ განვვითარდებით მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულად, მაგრამ ეს არ მოხდება, რუსეთის შემოღობვა უბრალოდ შეუძლებელია“, – განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიარ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ გოგაშვილმა მატერიალური დოკუმენტაცია მოიპოვა – ადვოკატი
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძემ, ეკა ბესელიამ და კახა კუკავამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს, რომელიც ემიგრაციაში მყოფებისთვის არჩევნებში ელექტრონულად მონაწილეობას ეხება