ოლიგარქიული მმართველობის დასტურია, რასაც თითქოს აპროტესტებს – ბოკერია პრემიერის წერილზე

“ეს წერილები ადასტურებს იმას, რასაც თითქოს აპროტესტებს”. – ასე აფასებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილ წერილს.

ბოკერიას თქმით, ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსისთვის ან ზოგადად გონიერი ადამიანისთვის, თუ მან არ იცის საქართველოში რა ხდება – ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელიც აკონტროლებს მთავრობას და პრემიერმინისტრი “უბრალოდ პოლიტიკური არარაობაა”, რომელიც ივანიშვილის დაქირავებულია – ეს წერილები არის ამის საუკეთესო საბუთი.

“ეს წერილები ივანიშვილისთვის იწერება და შესაძლოა რაღაც ნაწილისთვის მათ ვერტიკალში, მაგრამ ივანიშვილისთვის პერსონალურად”. – ამბობს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძემ, ეკა ბესელიამ და კახა კუკავამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს, რომელიც ემიგრაციაში მყოფებისთვის არჩევნებში ელექტრონულად მონაწილეობას ეხება
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება