დავით ჭიჭინაძე-ბოკერია და მისი გუნდი ივანიშვილს ვერასდროს მოუგებს

„ბოკერია და მისი გუნდი ივანიშვილს ვერასოდეს მოუგებს ამ ქვეყანაში!ამიტომ, ოპზიციის ნაწილი ისევ მთავარი ოპოზიციის ტიტულისთვის იბრძვის, „ოცნება“ კი, ძალისხმევას არ აკლებს, რომ რომ „ევროპული საქართველო“ გახადოს მთავარი ოპოზიცია.

სამაგიეროდ ტენდერებში და ფინანსურ თემებში გადასარევად უგებენ ერთმანეთს და არანაირი პრობლემა არ აქვთ“ –  აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

„ რაც შეეხება კონკრეტულად მაჟორიტარებს, 73 ღირსეული მაჟორიტარის მოძებნა „ქართული ოცნებისთვის“ უფრო ძნელია, უფრო რთული მათი გამარჯვების უზრუნველყოფა, ვიდრე გამსხვილებულ სამაჟორიტარო ოლქებში 30 კანდიდატის დაყენება და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება.ასე რომ, ამ სისტემითაც ისევ „ოცნება“ იგებს.

გარდა ამისა და რაც უმთავრესია, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა ზუსტად იმ ადამიანების უპატივცემულობაა, ვინც 20 ივნისს სისხლი დაღვარა.რადგან ეს უკვე აღარ არის ის შეთანხმება, რომელიც 20 ივნისის შედეგად უნდა დამდგარიყო და რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო.

ზოგადად კი, ვთვლი, რომ მას შემდეგ, რაც „ ოცნებამ“ გადააგდო ხალხი, არ შეასრულა ის პირობები, რომელიც ადამიანებმა, ჟურნალისტებმა საკუთარი სისხლით მოიპოვეს, ამის მერე არავის ჰქონდა კომპრომისზე წასვლის და „ოცნებასთან“ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის უფლება, რითაც პირველ რიგში სწორედ „ქართულ ოცნებას“ მიეცა გადამგდების სახელის ჩამორეცხვის საშუალება.“ აცხადებს ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაშინიკა მელია-არჩევნების წინ საუბრები სულ ვრცელდება, უინტერესოა
შემდეგი სტატიაშემოსავლების სამსახური ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს ჩამოაწერს