ნიკა მელია-არჩევნების წინ საუბრები სულ ვრცელდება, უინტერესოა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ სააკაშვილ-ადეიშვილის ჩანაწერთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მსგავსი საუბრები არჩევნების წინ მუდმივად ვრცელდება.

„ვერაფერს გეტყვით. ასეთი საუბრები სულ ვრცელდება არჩევნების წინ და უკვე ყავლი აქვს გასული. ჩემი აზრით, უინტერესოც არის. ნდობა აქვს დაკარგული ხელისუფლებას. სიმართლეც რომ თქვას ხელისუფლებამ რაიმე საკითხთან დაკავშირებით, ამ სიმართლისაც არ სჯერა ხალხს უკვე, ამაშია მთელი უბედურება, როდესაც შენ მოსამსახურე პერსონალით გყავს დაკომპლექტებული, მათ შორის ძალოვანი უწყებები და ყველა თანადებობის პირი, აქვს მინიმუმ ეჭვი სუბიექტური და არა ობიექტური. ამ ადამიანების მიერ გავრცელებული რაიმე სახის აუდიო ჩანაწერი, რა თქმა უნდა, ვერ უძლებს კრიტიკას, მით უფრო როცა გვინახავს არაერთი გაყალბებული ფაბრიკაცია“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიაქციის გამო ხვალ რუსთაველის გამზირი გადაიკეტება
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე-ბოკერია და მისი გუნდი ივანიშვილს ვერასდროს მოუგებს