მომავალ წელს ჰუმანიტარული დახმარება 94 მილიონ ადამიანს დასჭირდება

2019 წელს, შესაძლებელია, ჰუმანიტარული დახმარება 94 მილიონ ადამიანს დასჭირდეს – ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს კოორდინატორმა მარკ ლოუკოკმა ჟენევაში სამშაბათს, 4 დეკემბერს განაცხადა. ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა კი 25 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება, ისევე, როგორც 2018 წელს. გაერო პირველ რიგში დაეხმარება საცხოვრებლების აშენებაში, წყალ-საკანალიზაციო სისტემის მოგვარებაში და ექიმებისა და პედაგოგების სკოლებში მუშაობის ორგანიზებაში.
2019 წელს 130 მილიონზე მეტი ადამიანი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა – ლოუკოკმა დაამატა. მისი თქმით, კრიზისი შეეხება დედამიწის ყოველ 70-ე მოსახლეს. ამის მიზეზი, საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტის თქმით, კონფლიქტები, სამოქალაქო ომი და ბუნებრივი კატასტროფებია.

მიმდინარე წელს გაერომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე 25 მილიარდი დოლარი დახარჯა კრიზისულ რეგიონებში. ორგანიზაციამ 41 ქვეყანას მიაწოდა დახმარება, მათ შორის, ავღანეთს, იემენს, ნიგერს, სირიას, სამხრეთ სუდანს. თუმცა, ჰუმანიტარულ დახმარება გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის, რომელსაც ასე ელოდებიან ადამიანები, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ – ლოუკოკმა თქვა – წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშიბუნებრივ კატასტროფას გასულ წელს 12 ათასამდე ადამიანი შეეწირა
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი: პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა აერთიანებს სრულიად ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს