დავით ბაქრაძე: სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი გახლავთ პოლიტიკური პატიმარი

ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობაში სპეციალუერი ბრიფინგი გაიმართა.

“არა ჩვენი, არა პოლიტიკოსების, არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, არამედ სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი გახლავთ პოლიტიკური პატიმარი. ასეთი განაჩენი ევროპის სასამართლოს ისტორიაში არის ძალია ცოტა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლება გამოიჩინოს ადეკვატურობა და საკუთარ ბოღმას ნუ გადააყოლებს საქართველოს ევროპულ მომავალს,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ვანო მერაბიშვილს პატიმრობა დაუსაბუთებლად შეეფარდა. განაჩენი ევროპის სასამართლოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე: კოალიციურ მთავრობას ვერ ავცდებით
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტრო ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს