ზურაბ ტყემალაძე: კოალიციურ მთავრობას ვერ ავცდებით

"მილი თუ კარგად დატვირთული არ არის შეიძლება გაფუჭდეს კიდეც" - ზურაბ ტყემელაძე "გაზპრომზე" საუბრობს

“კოალიციური მთავრობა ვინმესთვის შეიძლება მიზანშეწონილი არ იყო, მაგრამ კოალიციურ მთავრობას ჩვენ ვერ ავცდებით. მე იმაში დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციურ მთავრობას ვერ ავცდებით“, – განაცხადა „მრეწველების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ.

მისივე თქმით, ის თუ რა შემადგენლობით დაკომპლექტდება ახალი კოალიციური მთავრობა, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შემადგენლობით იქნება პარლამენტში წარმოდგენილი ესა თუ ის პოლიტიკური ძალა.

აღნიშნული განაცხადება ტყემალძემ დღეს ბიძინა ივანიშვილის პოზიციის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ კოალიციური მთავრობის შექმნით ქვეყანა ძალიან ბევრ პრობლემას მიიღებს.

“კოალიციური მთავრობა პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. დემოკრატიისთვის კარგია და ამას ევროპელები და ამერიკელები მიესალმებიან. ჩვენ გვქონდა კოალიციური მთავრობა და ჩემი პიროვნება აბალანსებდა სიტუაციას, მაგრამ ახალ პირობებში და ახალ არჩევნებზე თუ “ქართული ოცნება” 80 ადგილზე ნაკლებს მიიღებს, ეკონომიკური რეფორმების გატარება გაძნელდება. თუ ისევ შედგა კოალიციური მთავრობა, ძალიან ბევრ ახალ პრობლემას მივიღებთ. ასეთი მთავრობები ძირითადად რესურსების განაწილებაში არიან სათავისოდ და სერიოზული რეფორმები უყურადღებოდ რჩება, თუმცა მე კოალიციური მთავრობის წინააღმდეგი არ ვარ. მაგრამ, ასეთი ეკონომიკის და მცირე დაფინანსების პირობებში როგორშიც ჩვენ ვართ, ძალიან რთული იქნება და შეუშლის ხელს საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას”, – განახცადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ქუთაისში, ქალაქგარეთ საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდება
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი გახლავთ პოლიტიკური პატიმარი