იუსტიციის სამინისტრო ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისები თბილისის საქალაქო სასამართლოს ყველა სხდომათა დარბაზში იქნება ხელმისაწვდომი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტრო განცხადებით ეხმაურება. უწყების განცხადებას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“გადაწყვეტილება გამოტანილია ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე.

დღეს გამოტანილი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოყვანილი დასკვნები ეხება მხოლოდ ამ პერიოდს.

სასამართლომ ოთხი პუნქტის მიხედვით იმსჯელა:

არ დარღვეულა კონვენციის მე-5.1 მუხლი – წინასწარი პატიმრობის კანონიერება. ივანე მერაბიშვილი წინასწარი პატიმრობის უკანონობას ამტკიცებდა და მაგალითად მოჰყავდა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს პრეცედენტი, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. ივანე მერაბიშვილი სასამართლომ არ სცნო პოლიტიკურ პატიმრად.

არ დარღვეულა კონვენციის მე-5.3. მუხლი 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებებით – წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.

დაირღვა კონვენციის მე-5.3. მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით – წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ როდესაც ივანე მერაბიშვილმა მოითხოვა 2013 წლის 25 სექტემბერს მისი წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა, სასამართლომ მისი ეს შუამდგომლობა ისე უარყო ზეპირად ერთი მარტივი ფრაზით, რომ უარი სათანადოდ არ დაასაბუთა. ამგვარი ქცევა მოსამართლისა არის დახასიათებული, როგორც ზედაპირული.

დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი. ივანე მერაბიშვილის არგუმენტი იყო 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტი (ო. ფარცხალაძე-დ. დარბაისელის ეპიზოდი პატიმრის საკნიდან სავარაუდო გაყვანის შესახებ).

აქედან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ

– ივანე მერაბიშვილსთვის მორალური კომპენსაციის სახით გადახდილ იქნეს თანხა 4 000 ევროს ოდენობით, თუმცა თავად ითხოვდა 15 000 ევროს.
– მის ადვოკატებისთვის ჰონორარის სახით, ასევე 4-4 000 ევროს ოდენობით თანხის გადახდა, თუმცა ბრიტანელი ადვოკატი ითხოვდა 5 600 ევრო ჰონორარს, ხოლო ოთარ კახიძე ჰონორარის სახით 35 600 ევროს.”- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი გახლავთ პოლიტიკური პატიმარი
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: როგრც ჩანს, ივანიშვილს ვერავინ შეჰბედა სტრასბურგის გადაწყვეტილება ეთქვა