დავით ბაქრაძე: საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად ვერაფერი ვერ გააკეთა

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პრემიერის მთავრობისადმი წარდგენილი ანგარიში შეაფასა.

„გაჩერებული ეკონომიკა, გაძვირებული ცხოვრება, გაუფასურებელი ლარი, შეუსრულებელი დაპირებები, მომატებული კრიმინალი – ესაა ის რეალობა, რომელიც ამ მთავრობის მმართველობის პირობებში შეიქმნა და რომელსაც თითოეული მოქალაქე გრძნობს. სწორედ ამიტომ ჩვენი ამოცანაა არა ის რომ ვისმინოთ სატელევიზო მიმართვები, არამედ რეალურად ვიზრუნოთ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე და მშვიდობიანი გზით გავისტუმროთ ხელისუფლება, რომელმაც 3 წლის განმავლობაში მოსახლეობის პრობლემების გადაჭერელად და საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად ვერაფერი ვერ გააკეთა.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ვწუხვარ, როცა მესმის დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდება პოლიციელების მისამართით
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: წინა ხელისუფლება ფეხქვეშ თელავდა ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებას