ირაკლი ღარიბაშვილი: წინა ხელისუფლება ფეხქვეშ თელავდა ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ჩვენს მთავარ ამოცანად დემოკრატიის გაღრმავება რჩება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
“უპირველესად ჩვენს მთავარ ამოცანად რჩება დემოკრატიის გაღრმავება, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. დემოკრატიის გაძლიერება არის პროცესი, რომელიც გრძელდება. თითოეული მოქალაქის უფლებათა დაცვა სახელმწიფოს კონსტიტუციური მოვალეობაა. მიუხედავად ამისა, არც ისე ცოტა ხნის წინ, ჩვენი წინა ხელისუფლება ფეხქვეშ თელავდა ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებას. ამ სამი წლისთავზე ეს ყველაფერი გამოვასწორეთ და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტები დავამკვიდრეთ. მივიღეთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ყველაზე მაღალ სტანდარტებს ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა სფეროში. შევქმენით შრომის კოდექსი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი, ავამუშავეთ რეგიონში პირველი და ნამდვილად სამაგალითო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. შევიმუშავეთ თვითმმართველობის ახალი კოდექსი, დამოუკიდებელი საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ასეთი რეფორმის ჩატარება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, საქაღთველოს ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობები ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი პირობაა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად ვერაფერი ვერ გააკეთა
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3982 ლარი გახდა