ირაკლი ღარიბაშვილი: ვწუხვარ, როცა მესმის დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდება პოლიციელების მისამართით

მე ძალიან ვწუხვარ, როცა ხშირად პოლიციელების მისამართით დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდებები მესმის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა და თითოეულ პოლიციელს მათი გმირობისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ” შეასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების წინასაარჩევნო დაპირება და სამინისტროს გამოეყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
“მოხდა ერთ უწყებაში კონცენტრირებული უდიდესი ძალაუფლების დეცენტრალიზაცია. დღევანდელი მთავრობისა და მმართველი გუნდისთვის პოლიცია აღარ არის პოლიტიკური ოპონენტების დევნის და კონტროლის იარაღი. იგი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის გარანტია მთლიანად ხალხისთვის და არა პრივილეგირებული ჯგუფებისათვის. ეს სისტემა მთლიანად თითოეული პოლიციელის თავდადებას ეფუძნება. მე ძალიან ვწუხვარ, როცა ხშირად მესმის დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდება პოლიციელების მისამართით. მე მინდა დავიჯერო, რომ ამ ადამიანებს არ ესმით უბრალოდ, თუ რა მძიმე შრომას ეწევიან პოლიციელები. მათ აქვთ ძალიან მშიმე შრომა. უძილო ღამეები, 24-საათიანი მუხლჩაუხრელი მუშაობა ჩვენი ქვეყნის სამსახურში. ამიტომ ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რომ ამ ხალხს სათანადოდ მოვეპყრათ და ვუთხრათ მადლობა იმისთვის, რომ იმსახურებენ ამ მადლობას; იმისთვის რომ ესმსახურებიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს; საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი მოქალაქეების მუსაფრთხოება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: მმართველ პარტიას, რომელსაც ასეთი დაბალი რეიტინგი აქვს, ესაა განაჩენი
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად ვერაფერი ვერ გააკეთა