დავით ბაქრაძე: რეზოლუცია აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის საქმემ, შესაძლოა, ჩრდილი მიაყენა მედია პლურალიზმს

სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება. მისი თქმით, ტექსტში მნიშვნელოვანი რეკომენდაციებია გამოთქმული, თუმცა მათი უმეტესობა გათვალისწინებულია.

სასამართლო და ძალოვან უწყებებში არსებულ ხარვეზებზე კი მუშაობა გრძელდება – ამბობს მინისტრი ბაქრაძე.

“რეზოლუცია აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის საქმემ შესაძლოა ჩრდილი მიაყენა მედია პლურალიზმს ქვეყანაში და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია საქართველოს მთავრობის ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ უმასპინძლოს ევროპელ ექსპერტთა ჯგუფს ევროპიდან და ღიად გააცნოს ამ პროცესთან დაკავშირებული დეტალები”, – განმარტა დავით ბაქარაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრო ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებისთვის განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: 112-ის დისპეჩერო სამსახურში გადატვირთულობის გამო 300 უპასუხო ზარი დაფიქსირდა