ჯანდაცვის სამინისტრო ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებისთვის განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვირუსული გრიპის მქონე პაციენტებისათვის ყველა ამბულატორიული დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

სამინისტროს რეკომენდაციით, ვირუსული გრიპის ინფექციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პირველ რიგში დაავადებულებმა უმჯობესია ოჯახის ექიმს მიმართონ, რომელიც მათ როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე ბინაზე მოემსახურება.

“როდესაც თვლით, რომ ვირუსული გრიპის ინფექციის გართულებასთან დაკავშირებით გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მხოლოდ მაშინ დარეკეთ 112-ში, სადაც დახმარებას გაგიწევენ როგორც სასწარფო სამედიცინო პერსონალი, ასევე დამატებით 24 საათიან რეჟიმში მომუშავე მორიგე საოჯახო მედიცინის ცენტრები. 24 საათიან რეჟიმში მომუშავე საოჯახო მედიცინის ცენტრები ღამის საათებში ემსახურება მხოლოდ ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებს”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი: სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი ივანიშვილის ჯიბესა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: რეზოლუცია აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის საქმემ, შესაძლოა, ჩრდილი მიაყენა მედია პლურალიზმს