დავით სერგეენკო: 112-ის დისპეჩერო სამსახურში გადატვირთულობის გამო 300 უპასუხო ზარი დაფიქსირდა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, 112-ის სადისპეტჩერო სამსახურში მისი გადატვირთულობის გამო, სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის დაკავშირებას 300 ადამიანი უშედეგოდ ცდილობდა.

როგორც მინისტრმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ბრიფინგზე აღნიშნა, გუშინდელი მონაცემებით, თუ ბოლო 6 თვის მანძილზე თბილისში გამოძახებების რაოდენობა დღეში 2 ათასის ფარგლებში იყო, გუშინ 3800-მდე გამოძახება დაფიქსირდა, აქედან 1200-მდე კი მხოლოდ მაღალი ტემპერატურის გამო.

“ადამიანები ცდილობდნენ დაერეკათ სასწრაფო დახმარების სამსახურში და გადატვირთული იყო მთლიანი სადისპეტჩერო სამსახური, რომელიც 112-მა გააძლიერა. მიუხედავად ამისა, ეს მართლაც საყურადღებო და საგანგაშო სიმპტომი დაფიქსირდა. სადისპეჩერო სამსახურში 300 უპასუხო ზარი დაფიქსირდა. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორია. ამასთანავე, გუშინ თბილისში, წინამძღვრიშვილისა და ქიაჩელის ქუჩებზე ორი საოჯახო მედიცინის ცენტრი გაიხსნა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. გუშინ ეს ცენტრები პაციენტების მიღების რეჟიმში მუშაობდნენ და მათი ოჯახების ექიმები გამოძახებებზე არ გასულან. დღეიდან კი ისინი გამოძახებებს შეასრულებენ”, – განაცხადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: რეზოლუცია აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის საქმემ, შესაძლოა, ჩრდილი მიაყენა მედია პლურალიზმს
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: ყველა სუბიექტს უნდა ჰქონდეს მისი რეიტინგის შესაბამისი ადგილების რაოდენობა