დავით ბაქრაძე – „ქართული ოცნების“ შეცვლის დრო უკვე დადგა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 3, 2019 14:53

დავით ბაქრაძე – „ქართული ოცნების“ შეცვლის დრო უკვე დადგა

ასეთი ზეწოლით და პოზიციით ჩვენი პარტნიორების მხრიდან იქმნება სწორედ ის საერთაშორისო კლიმატი, რომლის პირობებშიც ხდება ქვეყნებში ხელისუფლებების შეცვლა და „ქართული ოცნების“ შეცვლის დრო უკვე დადგა, – ამის შესახებ „ევროპული საქართელოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ევროპარლამენტარების წევრთა წერილის შეფასებისას განაცხადა. ბაქრაძემ „სისტემურ დანაშაულებზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მსგავსი დანაშაულის გახსნის და გამოძიების ერთადერთი გზა ხელისუფლების შეცვლაა.

„ია კერზაიას წინააღმდეგ დანაშაული ატარებს სისტემური დანაშაულის ყველა ნიშანს, ამიტომ არ არსებობს არანაირი საფუძველი გვჯეროდეს, რომ პროკურატურა ან ეს ხელისუფლება გამოიძიებს საკუთარ დანაშაულს. დანაშაულს, რომელსაც სისტემა ჩადიოდა არჩევნების მოგების მიზნით. ზუსტად ისე როგორც არ არსებობს არანაირი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ სისტემა გამოიძიებს მუხთარლის მოტაცებას, რომელიც დიდი ალბათობით სწორედ ქართული მხარის მიერ არის გატაცებული. ისევე როგორც არ არსებობს საფუძველი, რომ სისტემა გადააბიჯებს საკუთარ თავს და დასჯის მაგალითად, სარალიძის და მაჩალიკაშვილის მკვლელებს. ყველა ეს დანაშაული არის სისტემური დანაშაული, რომლის გახსნის და გამოძიების ერთადერთი გზა გახლავთ ხელისუფლების გადაბარება, ხელისუფლების შეცვლა და ასეთი მოთხოვნები ჩვენი პარტნიორების მხრიდან ქმნის სწორედ იმ გარემოს და კლიმატს, როდესაც საქართველოს შიგნითაც და გარეთაც სულ უფრო მეტი ადამიანი ხედავს, რომ ქვეყნის წინსვლისთვის და ასეთი დანაშაულების აღარ ჩადენისთვის აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა. ამიტომ ეს წერილი არ უკავშირდება მხოლოდ ერთ კონკრეტულ დანაშაულს, ეს წერილი არ უკავშირდება მხოლოდ ერთ კონკრეტულ სფეროს, ასეთი ზეწოლით და პოზიციით ჩვენი პარტნიორების მხრიდან იქმნება სწორედ ის საერთაშორისო კლიმატი, რომლის პირობებშიც ხდება ქვეყნებში ხელისუფლებების შეცვლა და „ქართული ოცნების“ შეცვლის დრო უკვე დადგა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 11-მა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან და ქვეყნის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წერილით მიმართა.

„2 აპრილით დათარიღებულ წერილში ევროპარლამენტარები ეყრდნობიან ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს, რომელიც მათი შეფასებით, 1991 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკული დასკვნაა. ევროპარლამენტარები ფედერიკა მოგერინის მოუწოდებენ, რომ მმართველ გუნდზე ზეწოლა განახორციელოს, რათა ისინი ოპოზიციასთან შინაარსობრივ დიალოგში შევიდნენ და საქართველოში არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით 2024 წლის ნაცვლად, 2020 წელს ჩატარდეს“, – აღნიშნულია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 3, 2019 14:53

დღის ფოტო

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


7,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics