მოსახლეობასთან შეხვედრის განსხვავებული ფორმატი წალენჯიხაში

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება განსხვავებული ფორმატით გაიმართა.

მოქალაქეთა მიღებას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია და მერის მოადგილე სევერიანე შეროზია.
მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს თავიანთი პრობლემები გააცნეს, რაც ძირითადად, სოციალურ, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხებოდა.

წალენჯიხის მერმა მოადგილეებთან ერთად თითოეული მოქალაქის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და საკითხის გადაჭრა შესაბამის სამსახურებს კომპეტენციისა და კანონიერების ფარგლებში დაავალა.

მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღე- ოთხშაბათია, თუმცა მერი და მერის მოადგილეები მოქალაქეებს ყოველდღიურად ხვდებიან.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე – „ქართული ოცნების“ შეცვლის დრო უკვე დადგა
შემდეგი სტატიამოწმეები იძლეოდნენ ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს, ამაზე დარბაზს ჰქონდა რეაქცია და მოსამართლემ ამის გამო მთელი სხდომები დახურა