ეკა ბესელია – საგამოძიებო ორგანოებისთვის ერთთვიანი ვადა მაქვს მიცემული, შემდეგ ყველაფერს სახელს დავარქმევ

საგამოძიებო ორგანოებისთვის ერთთვიანი ვადა მაქვს მიცემული, ერთი თვე გავა თუ არა, ამ ყველაფერს სახელს დავარქმევ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შექმნილი ვითარება მოქალაქეებში დაუცველობის განცდას აჩენს.

დეპუტატი აცხადებს, რომ ძალაში ტოვებს ერთთვიანი ვადის შესახებ განცხადებას.

„ამ დროს დაველოდოთ. ერთი თვის თავზე, თავად გავაკეთებ შეფასებას, რასთან გვაქვს საქმე. ყველაფერი, რაც ხდება, იმ პასუხისმგებლობასა და ტვირთს კიდევ უფრო ამძიმებს, რაც ხელისუფლებასა და საგამოძიებო ორგანოებს აქვთ. რაც ხდება, არაფერში წერია და მოქალაქეებს საშინელი დაუცველობის განცდას უქმნის. ერთი თვე გავა თუ არა, ამ ყველაფერს სახელს დავარქმევ“, – განუცხადა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიმარტვილის მამათა მონასტრის კელიაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია (ვიდეო)
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე – „ქართული ოცნების“ შეცვლის დრო უკვე დადგა