დავით ბაქრაძე : GFK-ის კვლევა ახლო კორელაციაშია და კარგად შეესაბამება რეალობას

news
ავტ.: news ოქტომბერი 1, 2016 21:57

დავით ბაქრაძე : GFK-ის კვლევა ახლო კორელაციაშია და კარგად შეესაბამება რეალობას

დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს.

GFK-ის კვლევის შედეგების შეფასებისას ენმ-ს ლიდერმა აღნიშნა, რომ კვლევა, რომელიც “რუსთავი 2”- მა გამოქვეყნა ახლო კორელაციაშია და კარგად შეესაბამება რეალობას.
“არ ვაპირებ არცერთი კვლევის დაცვას, მაგრამ თქვენი კვლევა შეესაბამება იმ ფაქტებს, რომლსაც ქვყანაში ვერავინ უარყოფს. მე მაქვს ყველა საფუძველი, რომ მას დავუჯერო. გარდა ამისა, კვლევების იქით არსებობს განწყობა, საზოგადოების დამოკიდებულება. ზოგადი ტენდენცია შესაბამისობაშია თქვენ კვლევასთან, ამას ადასტურებს ის ისტერიკაც, რომლითაც მთავრობა თქვენ კვლევებს ებრძვის. ისტერიკა სისუსტის და ნერვიულობის ნიშანია,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცის რეიტინგი მზარდია.

„ორ ფაქტზე ვისაუბროთ, ყველა ვთანხმდებით, რომ ამ ქვეყანაში მკაფიო ტენდენციაა, სამი წლის წინოცნების მხარდაჭერა იყო მაღალი, ეს მხარდაჭერა სამი წლის განმავლობაში ვარდებოდა ქვემოთ და იკლებდა. ჩვენ გაზაფხულზე შუალედური არჩევნები გვქონდა, ნაციონალური მოძრაობა 4 ოლქში მონაწილეობდა, 4 ოლქიდან 2 მოვიგეთ. კვლევა, რომელიც თქვენ გამოაქვეყნეთ, ახლო კორელაციაშია და კარგად შეესაბამება ორივე ფაქტს,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მიერ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პოლიტიკური დევნა არ იქნება.

news
ავტ.: news ოქტომბერი 1, 2016 21:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,057
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics