ეს კვლევა ბევრად სინდისიერი და ნამუსიანი კვლევებია – შალვა ნათელაშვილი GFK-ს კვლევას აფასებს

“ეს კვლევა ბევრად სინდისიერი და ნამუსიანი კვლევებია”, – ასე შეაფასა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევა.

კურიერის პირდაპირ ეთერში პირველმა ლეიბორისტმა სხვა ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული კვლევები მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ლეიბორისტული პარტიის რეალური რეიტინგი გაცილებით დიდია, ვიდრე ამას კვლევები აჩვენებს.

„ეს მაჩვენებელი – 5,9% შეგიძლიათ, გადაამრავლოთ 5-6-ზე, მაგდენია ჩვენი რეიტინგი. თუმცა, არ ვაპირებ ამაზე დავას. ეს კვლევა ბევრად სინდისიერი და ნამუსიანია, ვიდრე ის, რომელიც ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა და გამოაცხადა იმედსა და მაესტროზე, აბდაუბდა და პრაქტიკულად სამოქალაქო ომის რეიტინგები გამოაცხადეს და მერე კიდე ვიღაცეებზე ამბობენ, რომ იქ კარავს დადგამსო, რევოლუციასა და გადატრიალებას მოაწყობსო. აი, ეს სისულელე, რაც მაგათ გამოაქვეყნეს რუსეთი უშიშროების სამსახურის ორგანიზაციათა ეგიდით და ეს ორგანიზაცია იყო სწორედ ის სტრუქტურა, რომელმაც ყირიმის რუსეთთან შეერთების ეგზიტპოლები გააკეთა და კანონიერად სცნო ეს. ვისთან აქვს ივანიშვილს საქმე, ვის ჭკუაზე დადის და რა სიურპრიზს უმზადებს ქვეყანას. ეს არის სამოქალაქო კომპრონტაციის გაჩაღების რეიტინგი,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა კურიერის პირდაპირ ეთერში მმართველი გუნდის დაბალ რეიტინგზეც ისაუბრა და ქართულ ოცნებას მეგობრული რჩევაც მისცა.

„ჩემი მეგობრული რჩევა ოცნებისადმი, დაიწყეთ ჩემოდნების ჩალაგება და 8-ში დაგვემშვიდობეთ მეგობრებო, ეს იქნება თქვენი უკანასკნელი მისია ქართველი ერის წინაშე,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეს არის გაყალბებული შედეგები, რომელიც არ ასახავს რეალობას – ირაკლი კობახიძე GFK-ის კვლევაზე
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე : GFK-ის კვლევა ახლო კორელაციაშია და კარგად შეესაბამება რეალობას