ზუგდიდში დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს

1455569910766294691200391848939145n„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ჟურნალისტებს მორიგე ექიმმა ნინო მგალობლიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ორი პაციენტი ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სტაციონარში მკურნალობს, ერთი კი ბინაზე გაეწერა.

„სამი პაციენტია შემოყვანილი სტაციონარში, მათგან ორს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, ერთს თავის ზედაპირული ტრავმა, სამივეს მდგომარეობა სტაბილურია, ორი მათგანი აგრძელებს მკურნალობას სტაციონარში, ერთი მათგანი გაეწერა ბინაზე“, – განაცხადა მორიგე ექიმმა ნინო მგალობლიშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრები ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ. შემთხვევა ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ კარდაკარის აქციის დროს მოხდა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე : GFK-ის კვლევა ახლო კორელაციაშია და კარგად შეესაბამება რეალობას
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილი : ან ჩვენ ვცხოვრობთ სხვა სამყაროში ან ეს ხალხი ატარებს კვლევას სხვა სამყაროში