დავით ბაქრაძე: გაგვაჩნია საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტები, რათა მოვემზადოთ ნატო-ს წევრობისთვის

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ვარშავის სამიტზე საქართველოს გზავნილებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო მიიჩნევს, საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში წევრობისთვის:

„ჩვენი მიზნები უკავშირდება იმას, რომ საქართველოს პროგრესი მაქსიმალურად იყოს ასახული ვარშავის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში, როგორც პოლიტიკური გზავნილებით, ისე პრაქტიკული ინსტრუმენტებით, როგორც დეკემბრის მინისტერიალზე ხაზგასმით აღინიშნა, განსხვავებით სხვა სახელმწიფოებისგან, რომელთათვისაც სამოქმედო გეგმა იყო მთავარი ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად, საქართველოს შემთხვევაში, ალიანსმა აღნიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ნათლად ვაფიქსირებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მომავალს ნატოში
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ასეთ დინებაზე მიშვება ვერანაირად ვერ დაგვაახლოვებს ნატოსთან, შესაძლოა, პირიქით, დაგვაშოროს კიდეც