გიორგი მარგველაშვილი: ნათლად ვაფიქსირებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მომავალს ნატოში

ნატო-ს კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრა:

“ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ საქართველოში არანაირი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, არ არსებობს. ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მომავალს ევროკავშირში, ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ნატოს, როგორც იმ უსაფრთხოების ქოლგას, რომელშიც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, გავერთიანდებით და გავაძლიერებთ ჩვენი თანამონაწილეობით და რომელიც კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს მოუტანს ქვეყნებს, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე გლობალურად”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: საარჩევნო სია შედგენილი ჯერ არ არის, მაგრამ სიაში ყოფნას ვგეგმავ
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: გაგვაჩნია საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტები, რათა მოვემზადოთ ნატო-ს წევრობისთვის