დავით ბაქრაძე: ასეთ დინებაზე მიშვება ვერანაირად ვერ დაგვაახლოვებს ნატოსთან, შესაძლოა, პირიქით, დაგვაშოროს კიდეც

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

ნატოს კვირეულის ფარგლებში დღეს ფორუმის მეორე დღე გრძელდება. როგორ ემზადება საქართველო ვარშავის სამიტისთვის – ეს არის მთავარი თემა ფორუმზე. ღონისძიებაში მონაწილეობენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ სამიტისთვის მზადება აქტიურ ფაზაში უნდა იყოს გადასული.

„არ არსებობს მთავრობის ერთიანი გააზრებული გეგმა, თუ რას აკეთებს საქართველო. ეს არის ძალიან საშიში, ვინაიდან ასეთ დინებაზე მიშვება ვერანაირად ვერ დაგვაახლოვებს ნატოსთან და შესაძლოა, პირიქით, დაგვაშოროს კიდეც. ჩვენ თუ სასწრაფოდ არ დავიწყეთ მუშაობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან გააზრებული ერთიანი გეგმის მიხედვით, ვშიშობ, რომ ვარშავის სამიტიდან, რეალურად საქართველოს ვერაფერს მიიღებს,“ – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: გაგვაჩნია საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტები, რათა მოვემზადოთ ნატო-ს წევრობისთვის
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ჩვენი ამოცანაა, ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის