დათა ახალაიას სახაზინო ადვოკატიც დაიცავს

დათა ახალაიას სასამართლომ სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს ბრალდებულ დათა ახალაიას ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

ოფიციალური ვერსიით, ირაკლი ზაქარეიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა.

სახაზინო ადვოკატის დანიშვნის გადაწყვეტილება სასამართლომ იმ მოტივით მიიღო, რომ ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო პროცესი არ გაჭიანურდეს.

სახაზინო ადვოკატის დანიშვნის მიუხედავად, ახალაიას ადვოკატირება ირაკლი ზაქარეიშვილს მაინც შეეძლება.

ნავთლუღის სპეცოპერციის საქმეზე ბრალდებულების გია დგებუაძის იგივე მასტერას და დათა ახალაიას სასამართლო პროცესი 19 სექტემბერს გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ბუცხრიკიძე „ბანკი რესპუბლიკის“ შეძენასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს
შემდეგი სტატიათბილისის პროკურატურაში ხათუნა ლაგაზიძის გამოკითხვა მიმდინარეობს