ვახტანგ ბუცხრიკიძე „ბანკი რესპუბლიკის“ შეძენასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე „ბანკი რესპუბლიკის“ შეძენასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს.
„ბანკი რესპუბლიკის“ აქციების შეძენით თიბისი ბანკი ბაზარზე #1 ბანკი გახდა სესხებისა და დეპოზიტების მიხედვით. ფრანგული ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ რჩება საქართველოში, გარიგების შედეგად ის თიბისი ბანკის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი ხდება. ტრანზაქციის დასრულების შედეგად „ბანკი რესპუბლიკა“ თიბისი ბანკის ბრენდით განაგრძობს არსებობას. რა იცვლება „ბანკი რესპუბლიკის“ კლიენტებისა და თანამშროლებისთვის, გაიაფდება თუ არა სესხები და რა შეიცვლება საქართველო საფინანსო ბაზარზე, ამ და სხვა კითხვებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე პასუხობს“, – აცხადებენ თიბისი ბანკში.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია შს მინისტრის განცხადებაზე – ხელისუფლება თავად არის დაკავებული ოპონენტების მიმართ პროვოკაციების მოწყობით
შემდეგი სტატიადათა ახალაიას სახაზინო ადვოკატიც დაიცავს