დასავლელი პოლიტიკოსები უკრაინას მისთვის არამომგებიანი შედეგებით “მშვიდობისკენ” უბიძგებენ – ზელენსკი

დასავლელი პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები უკრაინას მისთვის არამომგებიანი შედეგებით “მშვიდობისკენ” უბიძგებენ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიოში იზრდება ომთან დაკავშირებული დაღლილობა და ადამიანებს სურთ რამე შედეგი თავისთვის, ამიტომ უკრაინას, მისთვის არამომგებიანი შედეგით რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ უბიძგებენ. თუმცა მსგავს მოლაპარაკებებს ის არავისთან აწარმოებს.

“არანაირი მოლაპარაკებები გეგმების შესახებ მე არ მაქვს. ასეთი მოლაპარაკებები დღეს ნულის დონეზეა. ყველას უნდა, მაქსიმალურად გვიბიძგონ ჩვენთვის ნამდვილად არასასურველი შედეგისთვის, რადგან ჩვენთვის ჯერ არაფერი უკითხავთ. ხოლო მომგებიანია ამა თუ იმ მხარისთვის, როგორც ფინანსური, ასევე, პოლიტიკური. დაღლილობა იზრდება. ადამიანებს სურთ რამე შედეგი თავისთვის, ჩვენ კი გვჭირდება რამე შედეგი ჩვენთვის. ამ ომის გადაწყვეტასთან დაკავშირებული ქმედებები ჩვენთვის დადებითი შედეგებით, მე მათთან არ განმიხილავს”,- თქვა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშისერბეთის პრეზიდენტი – ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება
შემდეგი სტატიარუსეთმა დაიწყო “აზოვსტალში” დაღუპული მებრძოლების ცხედრების უკრაინისთვის გადაცემას – AP