რუსეთმა დაიწყო “აზოვსტალში” დაღუპული მებრძოლების ცხედრების უკრაინისთვის გადაცემას – AP

რუსეთი იწყებს “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაში დაღუპილი მებრძოლთა ცხედრების უკრაინული მხარისთვის გადაცემას – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაში დაღუპული ათობით უკრაინელი მებრძოლის ცხედარი, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას უკვე გადასცა.

დაბომბილი ქარხნის ნანგრევებიდან ამოსვენებული ცხედრები უკრაინის დედაქალაქში, კიევში გადაასვენეს, სადაც მიმდინარეობს დნმ-ის ტესტირება მათი იდენტიფიცირებისთვის.

შეგახსენებთ, რომ აზოვის პოლკი იმ უკრაინულ ქვედანაყოფებს შორის იყო, რომლებიც თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდნენ ფოლადის ქარხანას, სანამ მაისში რუსეთში ევაკუაციას დათანხმდებოდნენ, ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან დაუნდობელი თავდასხმების ფონზე.

ამ დროისთვის, გაურკვეველია, რამდენი ცხედარი შეიძლება იყოს ქარხანაში.

უკრაინელი მებრძოლების მიერ ფოლადის ქარხნის მტკიცე დაცვამ ჩაშალა კრემლის მიზანი, სწრაფად დაეპყრო მარიუპოლი და დიდხანს შეაყოვნა რუსული ძალები სტრატეგიულ საპორტო ქალაქში.

რაც შეეხება გადარჩენილ მებრძოლებს, პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ქარხნის 2500-ზე მეტი მებრძოლი პატიმრობაში იმყოფება და უკრაინა მუშაობს მათ გასათავისუფლებლად.

banner
წინა სტატიაშიდასავლელი პოლიტიკოსები უკრაინას მისთვის არამომგებიანი შედეგებით “მშვიდობისკენ” უბიძგებენ – ზელენსკი
შემდეგი სტატიამიშელი გაერო-ში რუსეთის ელჩს – შეგიძლიათ დატოვოთ დარბაზი, იქნებ უფრო ადვილია არ მოუსმინო სიმართლეს