დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა მოგონილი თემაა – ვოლსკი

“ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა “მოგონილი თემაა”.

მისი თქმით, დასავლურ სამყაროში კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით პოლემიკა, “თუნდაც მწვავე ფორმატში, უცხო არ არის”.

“დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა მოგონილი თემაა და სამწუხაროა, რომ აი ამ განცხადებების ექსპლუატაცია ხდება ამრიგად. სპეკულაციას დავარქმევდი ამას, იმიტომ რომ საერთოდ დასავლურ სამყაროში, დემოკრატიულ სამყაროში არ არის უცხო, კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით ასეთი პოლემიკა, თუნდაც მწვავე ფორმატში. როგორც ვხედავ, ევროკავშირში ინფორმაცია, რომელიც ევროსტრუქტურიდან მიდიოდა არ წარმოადგენს იმ რეალობის აღწერას, რომელიც საქართველოში მე და თქვენ თვალწინ ვითარდება”, – ამბობს გია ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ცდილობს, კონსტიტუციის გარეთ დაინახოს საკუთარი თავი, ნეიტრალურობის ნაცვლად, თავს უფლებას აძლევს, მკვეთრი პოლიტიკური განცხადებებით გამოვიდეს – ქადაგიშვილი
შემდეგი სტატიაალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ „იარაღის კონტრაბანდის“ შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით უკრაინა ევროპოლისგან ფაქტებსა და მტკიცებულებებს ელოდება