დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, მიიღებენ საგადასახადო შეღავათს საშემოსავლო გადასახადში კომპენსაციის სახით

დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, მიიღებენ საგადასახადო შეღავათს საშემოსავლო გადასახადში კომპენსაციის სახით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

„დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, მიიღებენ საგადასახადო შეღავათს საშემოსავლო გადასახადში კომპენსაციის სახით. კერძოდ, დაქირავებით დასაქმებული, რომლის ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს და დასაქმებულია კერძო სექტორში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება ყოველი კალენდარული თვის განმავლობაში, თითოეული დამქირავებელთან ხელფასის სახით მიღებული შემოსავალზე 750 ლარის ოდენობით. საგადასახადო შეღავათის მაქსიმალური ოდენობა არის თითოეულ სამუშაო ადგილზე 150 ლარი, ხოლო საგადასახადო შეღავათის პერიოდი არის 2020 წლის პირველი მაისიდან ექვსი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისი განმარტებით, საგადასახადო შეღავათის გამოყენების წესი მარტივია, დამქირავებელი 2020 წლის მაისი-ოქტომბრის თვეების პერიოდში გადახდილ ხელფასზე საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებას განახორციელებს ახალი საგადასახადო შეღავათის გათვალისწინებით, რომლის დეკლარირებაც მოხდება ხელფასის გაცემისთვის, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

ლაშა ხუციშვილის თქმით, აღნიშნული შეღავათი ხორციელდება საგადასახდო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გზით და გადასახადის გადამხდელის მხრიდან დამატებით ადმინისტრაციული ღონისძიება განსახორციელებელი არ იქნება.

ფინანსთა სამინისტროში ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ პრეზენტაცია მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: ასაკოვანი ადამიანების ტესტირება იქნება სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში
შემდეგი სტატიაათია მეზვრიშვილი – ყველა ის შეზღუდვა, რაზეც მთავრობას განცხადება არ გაუკეთებია, საგანგებო მდგომარეობის ვადით, რჩება ძალაში