თენგიზ ცერცვაძე: ასაკოვანი ადამიანების ტესტირება იქნება სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ასაკოვანი ადამიანების ტესტირება იქნება სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში „კოვიდ“ ინფექციის კონტროლისა და გარდაცვლილთა ძალიან დაბალი რიცხვის შენარჩუნების გზაზე.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ ტესტირების გაფართოების პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფად გამოყოფილი იყოს ასაკოვანი ადამიანების ტესტირება.

„რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივაზე იყო საუბარი. მინისტრმა გაახმოვანა, რომ ტესტირების გაფართოების პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფად გამოყოფილი იყოს ასაკოვანი ადამიანების ტესტირება და პირველ რიგში, იმ ადგილებში, მხედველობაში თავშესაფრები მაქვს და სხვა ობიექტები, სადაც ასაკოვანი ადამიანები კომპაქტურად ცხოვრობენ. როგორც შევთანხმდით, ეს ღონისძიება გატარდება დაუყონებლივ და წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება საქართველოში „კოვიდ“ ინფექციასთან კონტროლის და გარდაცვლილთა ძალიან ძალიან დაბალი რიცხვის შენარჩუნების გზაზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – ლენტეხისა და ხიდისყურის შემთხვევაში დავეყრდენით ეპიდემიოლოგების რჩევებს
შემდეგი სტატიადაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, მიიღებენ საგადასახადო შეღავათს საშემოსავლო გადასახადში კომპენსაციის სახით