დაპირისპირება საკრებულოს შენობასთან „ევროპული საქართველოს“ წევრებსა და სამართალდამცავებს შორის

ვითარება თბილისის საკრებულოს შენობასთან დაიძბა – პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა შენობაში შესხვლა სცადეს. საკრებულოს შენობასთან პარტიის ლიდერები და მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იმყოფებიან.

სამართალდამცავებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.

„ეს არის სიმბოლო, განსახიერება ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის. გარდა იმისა შინაარსით რაც ხდება შიგნით საკრებულოში, როდესაც 1 ლარად ჩუქნიან მილიარდერს ქონებას, ამის გარდა დამოკიდებულება, პარლამენტის წევრების მიმართ, ხალხის მიმართ, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულები არიან, ამ პოლიციელებს არღვევინებენ კანონს, უხეშად და ცინიკურად და ამაზე პასუხი უდნა გავცეთ 21 ოქტომბერს არჩევნებზე,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველო“ 16:00 საათზე თბილისის საკრებულოს შენობასთან აქციას გამართავს.

banner
წინა სტატიაში„არ ვაპირებთ მშვიდად დავუთმოთ ივანიშვილს თბილისელების ქონება ერთ ლარად“ – ირაკლი ნადირაძე
შემდეგი სტატია“გადაწყვეტილებას ვიღებთ თბილისელების სასარგებლოდ… დესტრუქციის საშუალება არ მიეცემა”