„არ ვაპირებთ მშვიდად დავუთმოთ ივანიშვილს თბილისელების ქონება ერთ ლარად“ – ირაკლი ნადირაძე

თბილისის საკრებულოსთან საპატრულო პოლიციისა და სპეც დანიშნულების რაზმის ასობით თანამშრომელია მობილიზებული. აღნიშნული დღევანდელ სხდომას უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც კენჭი უნდა უყარონ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის ორი ფართობის გადაცემის საკითხს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია არ აპირებს ივანიშვილს ერთ ლარად დაუთმოს თბილისელების ქონება:

“ჩვენ დღეს ვხედავთ “ქართული ოცნების“ მორიგ სირცხვილს, როდესაც “ოცნების“ უმრავლესობა საკრებულოში ცდილობს ხალხისგან თავი დაიცვას იმ უპრეცენდენტო რაოდენობა პოლიციელებით, სუს-ის თანამშრომლებით და ზონდერებით. ეს ხდება კანონის უხეში დარღვევით, რადგან საკრებულოს შენობა არის საჯარო სივრცე, აქ უნდა ხდებოდეს თბილისელებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება და მათ არ უნდა სჭირდებოდეთ ასე ხალხისგან თავის დაცვა. ის, რომ დღეს საკრებულოში არ უშვებენ რიგით მოქალაქეებს, არ უშვებენ დეპუტატებს, ეს არის კანონის უხეში დარღვევა, რაზეც ადრე თუ გვიან ამ ადამიანებს მოუწევთ პასუხისგება. ჩვენ დღეს არ ვაპირებთ, ასე მშვიდად დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს თბილისელების ქონება ერთ ლარად. ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით 14:00 საათზე აქციაზე და გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ ხალხთან ერთად”, – განაცხადა ნადირაძემ.

banner
წინა სტატიაში„ყველანაირი საშვი, მაშვი, შაშვი, პროპუსკი, აუსვაისი და ა.შ. გაუქმებულია“ – დავით ზურაბიშვილი საკრებულოში არსებულ სიტუაციაზე
შემდეგი სტატიადაპირისპირება საკრებულოს შენობასთან „ევროპული საქართველოს“ წევრებსა და სამართალდამცავებს შორის