“გადაწყვეტილებას ვიღებთ თბილისელების სასარგებლოდ… დესტრუქციის საშუალება არ მიეცემა”

არავის აქვს უფლება, რომ საკრებულოს მუშაობას ხელი შეუშალოს, – განაცხადა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ .

“არის მცდელობა მოხდეს დებოში, დესტრუქცია და საკრებულოს სხდომასა და მის მუშაობას შეეშალოს ხელი. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, ამის უფლება ნამდვილად არავის არ აქვს. გადაწყვეტილებას ვიღებთ თბილისელების სასარგებლოდ. რეგლამენტისა და კანონის დარღვევა გვაქვს ზუსტად მათი მხრიდან, როდესაც ისინი იჭრებიან შენობებში, ამტვრევენ მიკროფონებს და საკრებულოს ფუნქციონირების უფლებას არ აძლევენ. ეს არის ის სიმართლე, რომელიც არის დღევანდელი რეალობა. დებოში მათი მხრიდან არის დაანონსებული, ყველამ ნახეთ 29 სექტემბერს რა საქციელით მოქმედებდნენ და ყველა ზომას მიმართავდნენ, რომ საკრებულოს მუშაობისთვის შეეშალათ ხელი. მათი განცხადებები ნათლად აჩვენებს, რა განზრახვა აქვთ დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ დებოშისა და დესტრუქციის საშუალება არ მიეცემა არც პარლამენტის წევრს და არც ერთ სხვა მოქალაქეს”, – განაცხადა ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება საკრებულოს შენობასთან „ევროპული საქართველოს“ წევრებსა და სამართალდამცავებს შორის
შემდეგი სტატია“…ვაშლებს დავუკლოთ… მე პირველად რეჟიმში გეუბნებით ამას, ცოტა სხვანაირად გეტყვით პლენარულ სხდომაზე”- ქანთარიას მოთხოვნა მთავრობას