დანია უკრაინას 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

დანიის საკანონმდებლო ირგანომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინას 250 მილიონ დოლარის (1.7 მილიარდი დანიური კრონის) სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცეს.
ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა საგარეო პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.
_ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვეხმარებით უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რისი მოთხოვნა არსებობს, _ განაცხადა პოლსენმა.
დანია უკრაინას ნაღმების გამწმენდ მანქანებს, საბრძოლო მასალას, საველე ხიდებსა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებს გადასცემს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი, რომელიც დანიამ უკრაინას ომის დაწყების შემდეგ გამოუყო.
_ ეს დახმარება ხელს შეუწყობს იმ შესაძლებლობების მხარდაჭერას, რაც უკრაინულ მხარეს აკლია წარმატებული შეტევისთვის, რომლითაც უკრაინელები რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას გეგმავენ, – თქვა პოლსენმა.

banner
წინა სტატიაში2 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს
შემდეგი სტატიაუკრაინულუ მხარე გენერალ იგორ ტანციურას ლიკვიდაციის ფაქტს უარყოფს