დამენია – ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა მარიონეტების გუნდი, რომელიც იმართება თოჯინებივით მის მიერ

ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა მარიონეტების გუნდი, რომელიც იმართება თოჯინებივით ბიძინა ივანიშვილის მიერ, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია, უცხოური სააგენტო „ბლუმბერგის“ მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის, ბერმუდის სასამართლოში „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ დისტანციურად მიცემულ ჩვენებას.

„იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ასეთი აგდებული დამოკიდებულება აქვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიმართ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ფაქტზე თუ რა დამოკიდებულება აქვს ზოგადად სახელმწიფოს და ხალხის მიმართ და მნიშვნელოვანია ამის დადასტურება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა მარიონეტების გუნდი, რომელიც იმართება თოჯინებივით ბიძინა ივანიშვილის მიერ,“ – განაცხადა ლაშა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშიჯაღმაიძე პრემიერის ინიციატივაზე – მივესალმები, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად
შემდეგი სტატიაჩიხლაძე – მმართველობის მეათე წელს რომ სიტყვიერად დაინტერესდნენ სოციალური პროგრამებით და პოლიტიკით, ეს უკვე სახარბიელო არ არის „ოცნებისთვის”