ჯაღმაიძე პრემიერის ინიციატივაზე – მივესალმები, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად

“მივესალმები” – პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა ონლაინ კაზინოებისთვის ჯერ რეგულაციების გამკაცრებაზე, შემდეგ კი მათ საერთოდ აკრძალვაზე საპატრიარქოს პრესმდივანს, ანდრიას ჯაღმაიძეს მოსწონს.

“მივესალმები

სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რელობად ქცევა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

25 წლამდე ახალგაზრდების დაცვა გემბლინგის სენისაგან შედეგს მყისიერად გამოაჩენს. 20-25 წლამდე ასაკის დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში მზარდი ტემპით კლებულობდა, ხოლო იგივე ასაკის ადამიანების სათამაშო ბიზნესში ჩართულობა ,- იზრდებოდა.

მისასალმებელია აზარტული თამაშების რეგულაციისაკენ გადადგმული პრემიერის ეს ნაბიჯი. იმედია დროთა განმავლობაში სხვა დამცავი მექანიზმების ჩართვაც შესაძლებელი გახდება, რაც დაიცავს ჩვენს ახალგაზრდებს და ზოგადად ოჯახებს ამ სენისაგან”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

banner
წინა სტატიაშიგიული ალასანია – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა შვილმა რეაბილიტაცია „გარეთ“ გაიაროს
შემდეგი სტატიადამენია – ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა მარიონეტების გუნდი, რომელიც იმართება თოჯინებივით მის მიერ