ჩიხლაძე – მმართველობის მეათე წელს რომ სიტყვიერად დაინტერესდნენ სოციალური პროგრამებით და პოლიტიკით, ეს უკვე სახარბიელო არ არის „ოცნებისთვის”

მმართველობის მეათე წელს რომ სიტყვიერად დაინტერესდნენ სოციალური პროგრამებით და პოლიტიკით, ეს უკვე სახარბიელო არ არის „ქართული ოცნებისთვის”, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზებას გეგმავს.

“შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილმა 10 და 15-წლიანი გეგმები წარადგინა, საიდანაც არაფერი შესრულებულა კი არა, არც დაწყებულა. ამიტომ რაც არ უნდა წარადგინოს – 5-წლიანი, 10-წლიანი, 50-წლიანი გეგმა, ბატონი ღარიბაშვილისგან, პრემიერ-მინისტრისგან ეს უკვე არასერიოზულად აღიქმება და დაცინვის მორიგი საგანი გახდება ირაკლი ღარიბაშვილი”,- განაცხადა ჩიხლაძემ.

წინა სტატიაშიდამენია – ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა მარიონეტების გუნდი, რომელიც იმართება თოჯინებივით მის მიერ
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი – თავის მხრივ, შიმშილობის და ბოიკოტის შეწყვეტის ფაქტები დადებითისკენ მიმართული პროცესებია