დამასკოს აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა

დღეს დილით დამასკოს საერთაშორისო აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა. თვითმხილველების თქმით, აფეთქება სირიის დედაქალაქიდან 30კმ-შიც ისმოდა. ჯერჯერობით, აფეთქების მიზეზები არ დადგენილა. ასევე, აფეთქებას ძლიერი ცეცხლი მოყვა. ერთ-ერთი ლიბანური ტელეარხის ინფორმაციით, საწვავის საწყობი აფეთქდა. ებრაული მედიის თქმით კი, ცეცხლი იარაღის საწყობს უკიდია – “ბიბისი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიუაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე დაცვის დანიშვნაზე უარს ამბობს