ელისო კილაძე დაცვის დანიშვნაზე უარს ამბობს

გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, სოციალურ ქსელში არჩილ თალაკვაძის ინიციატივას ეხმიანება და მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე უარს აცხადებს.

“არჩილ თალაკვაძეს ჩემთვის დაცვის სპეციალური პროგრამა მოუთხოვია, ნაცები პროვოკაციებს მოუწყობენ და ხელისუფლებას დაგვაბრალებენო !

განვმარტავ – უარს ვამბობ ხელისუფლების მხრიდან ყველა მსგავს შემოთავაზებაზე, არ მეშინია და არ ვსაჭიროებ არანაირ დაცვას.

დაცვის სპეციალური პროგრამა შესთავაზეთ კორუმპირებულ, მექრთამე სუსის უფროსის მოადგილეს-თქვენი ხელისუფლების სახეს იოსებ გოგაშვილს !!!!!” – წერს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიდამასკოს აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიათბილისში, სავალუტო ჯიხური გაქურდეს – ქურდებმა გვირაბით ისარგებლეს