კახეთის პოლიციამ ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების
შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის მიმართ
ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 2003 წელს
დაბადებული რ.მ. დააკავეს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს,
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 1978 წელს დაბადებულ დედას ცივი
იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ქალი გადაყვანილია
კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე
მუხლის მესამე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდალუქულ ბართან სამართალდამცველები ისევ დგანან
შემდეგი სტატიაბაია პატარაია: სად გაქვთ ღირსება, თქვე ქვეშაჯვია არაკაცებო, ან როდის გქონდათ?