დაიწყო რეპრესიები რუსულ ჯარში და დაიწყო უკრაინაში წარუმატებლობის პასუხისმგებელთა ძებნა – არესტოვიჩი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინაში წარუმატებლობის გამო რუსულ არმიაში რეპრესიები დაიწყო.
„დაიწყო რეპრესიები რუსულ ჯარში და დაიწყო უკრაინაში წარუმატებლობის პასუხისმგებელთა ძებნა. ახლა, როდესაც რუსეთის სარდლობამ ვერ შეასრულა მთავარი ამოცანა, დაიწყო რეპრესიების ფაზა. ჩვენი სპეცსამსახურებიდან, გენერალური შტაბიდან გვაქვს არაერთი ინფორმაცია, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში და სხვა ფორმირებებში, ასევე, ეროვნულ გვარდიაში წარუმატებლობაში პასუხისმგებელთა ძებნა დაიწყო. ასობით და ათეულობით რუს სამხედრო მოსამსახურეს ექვემდებარება დამამცირებელ შემოწმებას, მათ ბრალი ედებათ საომარ მოქმედებებზე უარის თქმაში, ხასიათის სისუსტესა და სიმხდალეში“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩმა, ასევე, აღნიშნა, რომ პუტინის არმიის გენერლები და უმაღლესი სამხედრო ლიდერებიც კი უკრაინელი სამხედროების თავდასხმის ქვეშ არიან. მისი თქმით, რუსეთმა რაც არ უნდა ახალი ძალები დააყენოს ფრონტის ხაზზე, ყველა მცდელობა წარუმატებელი ექნებათ.

banner
წინა სტატიაშიცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო, საოკუპაციო არმიის რიგების შესავსებად კრემლის ხელმძღვანელობა არასრულწლოვანთა საომარ მოქმედებებში ჩართვას განიხილავს – უკრაინის დაზვერვა
შემდეგი სტატიაუკრაინელმა მედესანტეებმა რუსული სანაპირო დაცვის ბრიგადა გაანადგურეს