ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო, საოკუპაციო არმიის რიგების შესავსებად კრემლის ხელმძღვანელობა არასრულწლოვანთა საომარ მოქმედებებში ჩართვას განიხილავს – უკრაინის დაზვერვა

ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო, საოკუპაციო არმიის რიგების შესავსებად კრემლის ხელმძღვანელობა არასრულწლოვანთა საომარ მოქმედებებში ჩართვას განიხილავს – ნათქვამია უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაში.

მათი ცნობით, ბრძანებას “სამხედრო-პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა “იუნარმიას” წევრების უკრაინაში მიმდინარე “სპეცოპერაციაში” ჩართვის შესახებ, ხელი მოაწერა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ.

“ბრძანება ეხება საოკუპაციო არმიაში საომარ მოქმედებებში მონაწილე 17-18 წლის პოტენციური რეზერვის შესახებ ანგარიშების მომზადებას. რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ რაც შეიძლება მალე უნდა წარმოადგინოს წინადადებები ამ პერსონალის მომზადების შესახებ. ბრძანების აღსრულების მონიტორინგი რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსი, გენადი ჟიდკო ევალება”, – ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისლოვაკეთში NATO-ს ქვეყნების მიერ მიწოდებული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩასვლა და განთავსება დაიწყო
შემდეგი სტატიადაიწყო რეპრესიები რუსულ ჯარში და დაიწყო უკრაინაში წარუმატებლობის პასუხისმგებელთა ძებნა – არესტოვიჩი