დაინტერესებული ვართ, რომ სამხრეთ კავკასია იქცეს მშვიდობისა და კეთილდღეობის ზონად – ლავროვი

რუსული მხარე დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და აღორძინების ზონად გადაიქცეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან და არარატ მირზოიანთან შეხვედრისას ისაუბრა.

“ჩვენ დაინტერესებულები ვართ იმით, რომ სამხრეთ კავკასია იქცეს მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის ზონად. ვმუშაობთ საკითხებზე, რომლებმაც უნდა შექმნან პრობლემების გადაჭრის წინაპირობა”, – თქვა ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშიმელია – საეჭვოა, მოსკოვმა სერიოზულად განიხილოს “სამხრეთ ოსეთის” შემოერთების საკითხი, ამ ტერიტორიის შემოერთებით მხოლოდ პრობლემებს მოიმრავლებს
შემდეგი სტატიაუკრაინელი დეპუტატი – ფრონტზე ახლა ჯოჯოხეთია, უფრო მეტ ადამიანს ვკარგავთ, ვიდრე ომის დასაწყისში