“დაიცავი კონსტიტუციის” წევრები დიპლომატებს ხვდებიან

საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი კონსტიტუციის“ ფარგლებში პოლიტიკური პარტიები სასტუმრო რუმსში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მართავენ შეხვედრას. ოპოზიციის წევრები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს აცნობენ. ოპოზიცია საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესზე პრეტენზიებს წერილობით ვენეციის კომისიასაც უგზავნის. “წერილი სავარაუდოდ ხვალ გაიგზავნება, ჩვენ ორ მთავარ პრეტენზიაზე ვსაუბრობთ და სწორედ ამ პრეტენზიებს ვაცნობთ დღევანდელ შეხვედრაზე დიპლომატებსაც,” -განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა.

სამოქალაქო მოძრაობა ”დაიცავი კონსტიტუცია”-ს წევრებმა 1 მაისს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხელი მოაწერეს საგანგებო დეკლარაციას, რომლის მიხედვით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი კონსტიტუციის წარმოდგენილ ვარიანტს უნდობლობას უცხადებს. მიღებულ აქტში აღნიშნულია, რომ სახელისუფლებო პარტია მარტო დარჩა კონსტიტუციის ცვლილებათა პროცესში, საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი კი მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს ასახავს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-საყოველთაო განხილვის პარალელური კამპანიის დაწყება 25 აპრილს დააანონსეს

banner
წინა სტატიაშიმერიასთან აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლები აქციას მართავენ
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” წევრები აჭარის მთავრობის გადადგომას ითხოვენ