“ნაციონალური მოძრაობის” წევრები აჭარის მთავრობის გადადგომას ითხოვენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები აჭარის მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

აღნიშნული მოთხოვნით “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების ნაცვლად, აჭარის ხელისუფლება ხეების გადარგვის პროცესის ხელშეწყობით არის დაკავებული, რამაც დამატებით ეკოლოგიური პრობლემები შექმნა.

აქციის მონაწილეებმა ხეების გადარგვის პროცესის ამსახველი ფოტოები მთავრობის შენობის წინ მაგნოლიის ხეზე ჩამოკიდეს.

banner
წინა სტატიაში“დაიცავი კონსტიტუციის” წევრები დიპლომატებს ხვდებიან
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები თვითმმართველი ქალაქებისა და თემებისთვის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და საზოგადოების შეხვედრას ითხოვენ