მერიასთან აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლები აქციას მართავენ

თბილისის მერიასთან აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თბილისის მერიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, მათ შვილებს თერაპიისთვის განკუთვნილი დაფინანსება შეუმცირდებათ.

მშობლების თქმით, ამის შესახებ ინფორმირებულები არ ყოფილნა და მერიის გადაწყვეტილება მათი შვილების მდგომარეობას გაართულებს.

აქციის მონაწილეები დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებთან ითხოვენ შეხვედრას.

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესში ცვლილებები შედის. მერიაში აცხადებენ, რომ ცვლილებების პროექტი უახლოეს დღეებში დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება განსახილველად. ინფორმაციას მერია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაში“ბიბილოვისთვის ე.წ. პრეზიდენტად არჩევის მილოცვის ლოგიკური გაგრძელება ზალბერის სხვა კანდიდატით ჩანაცვლება იქნება” – გიორგაძე
შემდეგი სტატია“დაიცავი კონსტიტუციის” წევრები დიპლომატებს ხვდებიან