“მე და „ქართული ოცნება“ მტრები არ ვართ…მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, სხვაგან ისხდებოდნენ დღეს”

პარლამენტის ვიცე სპიკერმა ირმა ინაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას “ევროპული საქართველოს“ წევრების, ზურაბ ჭიაბერაშვილის და ირაკლი აბესაძის განცხადებები შეაფასა, მოქმედი და ყოფილი მმართველი ძალები გააკრიტიკა, ხოლო ხალხს სიბრძნისკენ მოუწოდა.

„მე ქართულ საზოგადოებას სიფრთხილისკენ, სიფხიზლისკენ, სიბრძნისკენ და გონიერებისკენ მოვუწოდებ. მე და „ქართული ოცნება“ მტრები არ ვართ. რაც შეეხება იმ დამოკიდებულებას, რაც ჩემსა და ამ ბატონებს შორისაა, (ევროპელი საქართველო) კარგად იცით. ეს ის ხალხია, ვინც დაღეჭა კონსტიტუცია და ჩაიდო ჯიბეში და დღეს რაღაც მაღალ იდეალებზე გველაპარაკებიან. მე არ გადამირჩენია ეს ხალხი, მე დავამარცხე, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ გადაარჩინა და იმიტომ სხედან სცენაზე დღეს. თორემ მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, სხვაგან ისხდებოდნენ დღეს. ეს ის ხალხია, ვინც აყალბებდა არჩევნებს. კონსტიტუცია მოარგეს სააკაშვილს, არაფერი არ შეცვალეს ერის საკეთილდღეოდ,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„გაუნაწილებელი მანდატები არჩევნებზე 10-ზე მეტი არ იქნება“ – არჩილ თალაკვაძე
შემდეგი სტატია“რა უფლებით ვასწავლი მე მაგალითად ან ირმა ინაშვილს ან ჭიაბერაშვილს მისთვის რა არის უკეთესი”- პრეზიდენტი საარჩევნო სისტემაზე