„გაუნაწილებელი მანდატები არჩევნებზე 10-ზე მეტი არ იქნება“ – არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არჩევნებზე გაუნაწილებელი მანდატები 10-ზე მეტი არ იქნება. აღნიშნული განცხადება თალაკვაძემ ბათუმში, კონსტიტუციის სახალხო განხილვის მიმდინარეობისას გააკეთქა. უმრავლესობის ლიდერმა გამოსვლისას მოქმედ კონსტიტუციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის მმართველ გუნდზე მორგებული პროექტი.

„ყოველი წინა ხელისუფლება ცდილობდა თავის ინტერესებზე, საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად განეხორციელებინა ცვლილებები და მოერგო საკუთარ მიზნებზე. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ბევრ ნაწილში ასიმეტრიული კონსტიტუცია, ბევრ ნაწილში არასწორი ურთიერთქმედება სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. ჩვენ მივიღეთ უერთიერსაწინააღმდეგო ნაწილებიც კი, რომელიც წამორდგენილია დღევანდელ კონსტიტუციაში სამართლებრივი ხარვეზების სახით. ახალი პროექტი უფრო ნათლად განსაზღვრავს, რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ეს პროექტი ადგენს ბევრად მკაფიო და გასაგებ სურათს, რა ურთიერთქმედებაა ადამიანსა და სახელმწიფოს შორის, როგორ ქმნიან ადამიანები სახლმწიფოს, როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო თითოეული ადამიანისთვის. ახალი დოკუმენტი აძლიერებს თვითმმართველობის როლს, ფუნქციებს, დამოუკიდებლობას და გარანტიებს, რაც თვითმმართველობის განხორციელებას სჭირდება. ახალი დოკუმენტი ადგენს უკეთეს ბალანსს სახელისუფლო შტოებს შორის და ქმნის უფრო ეფექტურ მექანიზმებს ანგარიშვლადებულებისთვის პარლამენტის წინაშე და უერთქმედების მექანიზმებს მთავრობასა და პარლამენტს შორის“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე ჩვენ ტერიტორიული მოწყობის საკითხებს არ შევეხებით- კობახიძე
შემდეგი სტატია“მე და „ქართული ოცნება“ მტრები არ ვართ…მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, სხვაგან ისხდებოდნენ დღეს”